რა არის ფული . . .

ოთხშაბათი, იანვარი 27, 2010 7:56

რა არის ფული? ფული ქვეყნის მართვის ინსტრუმენტია. მისით არაერთი ადამიანი იმართება. ბევრმა ჩვენთაგანმა იცის ფულის კარგად გამოყენება, მაგრამ რა ვიცით ჩვენ თავად ფულის შესახებ? ალბათ ბევრს დააინტერესებს ის 10 ფაქტი ფულის შესახებ, რომლებზეც ქვემოთ მოგითხრობთ:

1. დავიწყოთ იმით, რომ 1998 წელს ფილიპინების სახელმწიფომ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანკნოტი, 100 000 პესო. გამომდინარე იქედან, რომ ეს ქაღალდის ფული შექმნილი იყო ესპანეთის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, მას სთავაზობდნენ მხოლოდ კოლექციონერებს, ვისაც შეეძლო ეყიდა შეზღუდული რაოდენობით გამოცემული ბანკნოტი 180 000 პესო, ან 3700 დოლარი.

2. მეორე ცნობა ფულის შესახებ გახლავთ ინგლისის ბანკის მიერ 1948 წელს, მარშალის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პერიოდში, დროებით გამოშვებული ყველაზე დიდი რაოდენობის, მილიონ ფუნტიანი ბანკნოტი. მისი გამოყენება შეეძლო მხოლოდ ამერიკის სახელმწიფოს და გაუქმდა გამოშვებიდან რამდენიმე თვეში, თუმცა რამდენიმე ეგზემპლარი რამდენიმე ადამიანმა ჩაიგდო ხელში, რომელიც შემდგომ 2008 წელს, გახდა რა საკმაოდ ღირებული, 120 000 დოლარად გაიყიდა აუქციონზე.

3. ბევრი ჩვენგანი იყენებს ბანკომატებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი წარმოშობისა და მისი გამომგონებლის შესახებ რაიმე. პირველი ბანკომატი გამოვიდა და დაიდგა ლონდონში 1967 წელს. ამ ავტომატის შექმნის იდეა ეკუთვნოდა ჯონ შეფერდ-ბარონს. ავტომატის გამოყენებისას აუცილებელია PIN კოდის (ანუ პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის) ქონა. ბანკომატი დამოკიდებული იყო ანაბეჭდების შემოწმებაზე, რადგანაც ბარათები ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი და განვითარებული. ამ შემოწმების დადებითი მხარე იყო ის, რომ მომსახურების საფასურს არ აჭრიდა.

4. არავინ იცის საიდან წარმოიშვა დოლარის ნიშანი, მიუხედავად იმისა, რომ დოლარი ერთ-ერთი წამვანი ვალუტაა. ამერიკის სახელმწიფო ორგანოს ცნობით, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვალუტის დიზაინის შერჩევასა და ბეჭდვაში, დიზაინი წარმოქმნილი იყო ესპანური და მექსიკური პესოს მიხედვით, რომელიც იყენებდა ორ ლათინურ ასოს: “PS”. დოლარის სიმბოლო შეიქმნა S-ის P-ზე ოდან ზევით მოთავსებით. ეს სიმბოლო გამოიყენებოდა 1875 წლამდე, ვიდრე გამოიცა პირველი ქაღალდის ამერიკული დოლარი. დღესდღეობით ეს სიმბოლო ამერიკულ ვალუტაზე აღარ არსებობს.

5. ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ბანკნოტი ცვდება. ერთ-ერთი საინტერესო ცნობა ფულის შესახებ ასევე გახლავთ ის, რომ რაც უფრო პატარაა მისი ღირებულება, მით უფრო ხშირად გამოიყენება და მისი არსებობის დრო მით უფრო ნაკლებია. მაგალითად, 1 დოლარიანი ბანკნოტი 21 თვე ძლებს დაახლოებით, მაშინ როცა ბენ ფრანკლინის კუპიურა 7 წლამდე არსებობს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ინფლაციის გამო კუპიურის ღირებულება ეცემა, რაც მისი დახარჯვისთვის საუკეთესო მიზეზია.

6. სამოქალაქო ომის შემდეგ, ვალუტის გაყალბება ამერიკის ძირითად პრობლემად იქცა – არსებული კუპიურების მესამედი ყალბი იყო – გამომდინარე აქედან სახელმწიფო იძულებული იყო მიეღო შესაბამისი ზომები. 1865 წელს შეიქმნა ხაზინის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ეკონომიკური სისტემის გაყალბებისგან შენარჩუნებაში. ეს სახელმწიფო ორგანო დღესდღეობითაც არსებობს ამერიკაში.

7. ფულთან დაკავშირებული ცნობებიდან ასევე აღსანიშნავია, რომ დედოფალი ელიზაბეტ II-ის პორტრეტი 33 სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას ამშვენებს. პირველად ბრიტანელი მონარქის გამოსახულება ვალუტაზე 1935 წელს შეიქმნა, კანადაში, 20 დონარიან ბანკნოტზე. წლების განმავლობაში, ელიზაბედ II-ის 26 სხვადასხვა პორტრეტი გამოიყენებოდა გაერთიანებულ სამეფოსა და მის კოლონიებში. ასევე ზიმბაბვეს, მალტას და ფიჯის ვალუტაზე გამოსახული იყო ბრიტანეთის მონარქი ელიზაბედ II.

8. ფული ჭუჭყის გავრცელების ერთ-ერთი გზა გახლავთ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ამერიკაში ფულის დაბინძურება ძირითადად ხდება ნარკო-მოვაჭრეობის შემთხვევაში. 2002 წლის მოხსენებამ სამედიცინო ჟურნალში გამოავლინა, რომ ფული სიბინძურემ შეიძლება სტაფილოკოკი, ან რამე სხვა კანის დაავადება გამოიწვიოს. ფული ერთ-ერთი საშუალებაა ბაქტერიებისა და ვირუსების თავშესაფარისათვის. ამიტომაც, აჯობებს საკრედიტო ბარათებით სარგებლობა.

9. აღსანიშნავია, რომ ჰიპერინფლაციამ ზიმბაბვეში 231 მილიონ %-ს მიაღწია, რამაც პურის ფასი 300 მილიარდ ზიმბაბვეს დოლარამდე გაზარდა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ გამოაქვეყნა 100 ტრილიონ დოლარიანი ბანკნოტი იანვრის დასაწყისსში. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, ხალხს ნება მიეცა ეწარმოებინა ბიზნესი სხვა ვალუტაშიც. ყოველივე ამან შეამცირა ინფლაციის დონე რამდენიმე თვით.

10. ქაღალდის ბანკნოტები პირველად ჩინელებმა გამოიყენეს, ტანის დინასტიის პერიოდში, ქრისტეშობიდან 618-907 წლებში. იქამდე ვიდრე ქაღალდის ფული მსოფლიოში გავრცელდებოდა, ჩინეთი უკვე ფინანსური კრიზისის წინაშე იდგა, რადგანაც ფულის ბეჭდვამ განუსაზღვრელი რაოდენობით, იქამდე ვიდრე გამოსადეგი იყო, გამოიწვია ინფლაცია. 1455 წელს ჩინეთი იძულებული იყო ხმარებიდან ამოეღო ქაღალდის ფული რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში.

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus