სესხების თემას, ფაქტიურად ისევ გურგენიძე ხსნის . . .

ოთხშაბათი, თებერვალი 3, 2010 16:53

ახლა, როგორც ბევრ ქართველს უყვარს და მოსწონს, - ”სახალხო ბანკმა” ზუსტად ის პროგრამა შემოგვთავაზა. დღეიდან შეგვიძლია: ჯერ ხელფასი ავიღოთ, თანაც რამდენიმე თვის, - მერე კი ვიმუშავოთ.

სულ ახლახანს, წინა სტატიაში გაუწყეთ ”სახალხო ბანკის მშვიდი ანაბარის” შესახებ. სტატიის გამოქვეყნება ვერ მოვასწარით, რომ ლადო გურგენიძემ სესხების ულაპარაკოდ გაცემის შესახებ გამოაცხადა. ამისთვის კი, სრულიად საკმარისია, რომ თქვენ სახელფასო ბარათი ”სახალხო ბანკში” გქონდეთ გახსნილი.

ჩვენ ამ სესხს, ”სახელფასო სესხს დავარქმევთ”. ან კიდევ ასე დავარქმევდით, - ”აიღე ხელფასი წინასწარ”. ლადო გურგენიძე მართლაც ამართლებს მის ზედმეტსახელს. რეალური განათლებისა და ABN Amro გაერთიანებების რეგიონალურ ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი, რა საკვირველია, რომ აქაური ზოგიერთი ბანკივით, ”ვადაგადმოცილებულ თუ ვადაგადაცილებულ კერდიტორებთან” ჭიდაობისთვის დროს არ დაკარგავს.

მართალია ლადო, და ჩვენ დავამატებდით ”ახლა მართლაც სხვა დროა, - ახლა, თავად დროა ფული”. ამ კაცის ენერგია და სულისკვეთება მართლაც გვაგონებს ნამდვილ ფინანსისტს, რომელიც თითქოს თეოდორ დრაიზერის რომანიდან, ”ფინანსისტიდან” დღეს ჩვენს, ქართულ რეალობაში გადმოსულა.

ვუსურვოთ წარმატებები ”სახალხო ბანკს”. ჩვენ გვჯერა და შეგვიძლია წინასწარაც განვაცხადოთ, რომ ეს ბანკი 2010 წლის საუკეთესო ბანკია. იგი ლადო გურგენიძის და მისი ჯგუფის მენეჯმენტის ქვეშ ნამდვილად მოიპოვებს ”ჭეშმარიტად სახალხო ბანკის” სახელს.

კომპეტენტური, რომ ვიყოთ ჩვენი მკითხველის წინაშე, მოგაწვდით ოფიციალურ ინფორმაციასაც, რომელიც ”სახალხო ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა:

დღეიდან სს ,,სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაში ჩართული ნებისმიერი ორგანიზაციის თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს სესხი საქართველოს მასშტაბით 145 ფილიალსა და სერვის ცენტრში.

აღნიშნული სესხის მისაღებად საჭიროა ,,სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაში ჩართული ფიზიკური პირის მხოლოდ პირადობის მოწმობა. სესხის პირობები განისაზღვრება კონკრეტული განაცხადის შესაბამისად, სესხის მაქსიმალური ვადა შეადგენს 2 წელს.

აღსანიშნავია, რომ ,,სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაში ჩართულია 100,000-მდე ფიზიკური პირი.

”სახალხო ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის, არმენ მათევოსიანის განცხადებით:

,,სახელფასო სესხით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჩართულია ,,სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაში. ვიმედოვნებ, ეს წამოწყება სასიხარულო იქნება პროგრამის მონაწილეთათვის. სესხის გაცემა იწარმოებს ჩვენი ბანკის ყველა ფილიალსა და სერვის-ცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი გამარტივებული პროცედურით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ,,სახალხო ბანკმა” განაახლა არა მხოლოდ სახელფასო, არამედ სხვა საცალო საკრედიტო სესხების გაცემა, დახვეწა და გაამარტივა საცალო საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და ეს აისახა კიდეც ბანკის საქმიანობაზე – ბანკმა 2009 წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ ფიზიკურ პირებზე 62 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.”

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
  • georgekananashvili
    ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ოღონდ ბანკისთვის (ამ შემთხვევაში სახალხო)... და არა სესხის ამღებისთვის ჩვენი რეალობიდან გამომდინარე... აღებული მთელი ფული იხარჯება, როგორც წესი იმპორტირებულ პროდუქციაში, და შესაბამისად გადის ქვეყნის გარეთ. მსესხებელი კი 1 წელი იხდის იმ მაისურის (ან სხვა რამის) ფულს, რომელიც მხოლოდ 2 თვე აცვია :)

    სესხი კარგია როცა მისი საშუალებით მეტ ღირებულებას ქმნი, და არა როცა მოხმარებაში და როგორც წესი იმპორტის გაზრდაში მიდის...
  • ვამართლებ სახალხო ბანკის ამ ნაბიჯს. კრიზისის მიუხედავად, ჩინეთშიც არ შეუჩერებიათ სამომხმარებლო დაკრედიტების პროგრამები. პირიქით, - გააძლიერეს კიდევაც მცირე კრედიტები, რომ სამომხმარებლო ბაზარი და ეკონომიკა არ ჩავარდნილიყო. აბა ნახეთ სხვა ბანკები რას აკეთებენ, ჯერ კიდევ ”ვადაგადაცილებულების” და ”ვადაგადაუცილებლების” გარჩევა-გამორჩევაში არიან, - კრედიტებს კი არ იძლევიან.
blog comments powered by Disqus