საგადასახადო ინსპექტორები ზე- მოტივირებულნი არიან . . .
ოთხშაბათი, იანვარი 27, 2010 12:49საგადასახადო ინსპექტორი მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი მეწარმე დააჯარიმოს - ამ ხმაურიან განცხადებას „Georgian Business Week“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აკეთებს.
ბიზნესმენის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ საგადასახადო ინსპექტორები ბონუს სისტემით მუშაობენ და რაც მეტ ობიექტს დააჯარიმებენ, მეტ ბონუსს იღებენ.
მეორე საკითხი, რის შეცვლასაც ბიზნესმენი ითხოვს, საგადასახადო სანქციებს ეხება. ის მიიჩნევს, რომ დღევანდელი სანქციები ძალიან მძიმე და ზიანის მომტანია. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მთავრობა ბიზნესს ყურადღებას არ აქცევდა და სწორედ ამიტომ გაჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებმაც გადასახადების დამალვა დაიწყეს. თუმცა, არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ხარჯზე პატიოსანი მეწარმეები არ უნდა დაისაჯონ. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების საკუთარი ვარიანტი ფინანსთა სამინისტროს მან უკვე გადაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესმენებს ხვდება.
Share
-
vvvvvvvvvvvvvvvv




















![Validate my RSS feed [Valid RSS]](valid-rss.png)