საბირჟო ვაჭრობის ცენტრი იწვევს უნივერსიტეტებს

შაბათი, იანვარი 30, 2010 10:58

products-forex-longამ განცხადებით შეიძლება დაინტერესდეს, თბილისის რომელიმე უნივერსიტეტის ან სკოლის ადმინისტრაცია. შემდეგი საფეხური ითვალისწინებს პროეფესიულ სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბებას.

საქართველოს საბირჟო ვაჭრობის ცენტრი, თბილისში მოქმედ სასწავლებლებს (უნივერსიტეტი, სკოლა ან პროფესიული სწავლების ცენტრი) იწვევს თანამშრომლობისთვის. დაინტერესებულ სასწავლებლებში საბირჟო ვაჭრობის ცენტრი დაგეგმავს და გამართავს ფაკულტატური ლექციებს. ლექციებით დაინტერესდებიან ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების პროფილის სტუდენტები, ასევე პროფესორ - მასწავლებლები და სხვა პირები (განურჩევლად სასწავლო პროფილისა და ასაკისა).

თემა:
საბირჟო ვაჭრობის ოპერაციები - საქართველოდან. მსოფლიოს 30-ზე მეტ ბირჟაზე და მინიმალური საწყისი კაპიტალით. თვითდასაქმების ახალი შესაძლებლობა

5 ლექციის შემდეგ ჩატარდება ”მასტერკლასი”: რეალურ საბირჟო სავაჭრო პროცესში დამსწრე აუდიტორია დააკვირდება სავაჭრო დეპოზიტის (რეალური სავალუტო ანგარიშით) 10%-იან ზრდას (სულ 60 წუთის პერიოდში).

ლექციების მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება დასაქმების და თვითდასაქმების პროგრამებიც. დაინტერესებულ სასწავლებლებს შორის, საბირჟო ვაჭრობის ცენტრი, ინტერესისა და თანამშრომლობის პერსპექტივის მიხედვით შეარჩევს იმ სასწავლებლებს, რომლებშიც მომავალში დაფუძნდება ”ახალი საინვესტიციო საბირჟო სკოლა”, როგორც პროფესიული განათლების ცენტრი (სახელობო პროგრამის ფარგლებში, 6 თვ. კურიკულუმი).

თანამშრომლობის ამ ეტაპით დაინტერესებულ ხელმძღვანელებს, ინფორმაციისთვის ვთხოვთ მოგვმართონ წერილობით: fingeorgia@gmail.com ან ფიჭური ტელეფონით: +995 98 210000
დამატებით ასევე იხილეთ საბირჟო ვაჭრობის ცენტრის ვებ-გვერდი: www.vef.ge

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus