მშვიდი ანაბარი სახალხო ბანკისაგან

ოთხშაბათი, თებერვალი 3, 2010 13:43

gurgenidze m-7 ემ-7 ანაბარილადო გურგენიძემ საქართველოს საბანკო სექტორში ”მოპიკირე ბომბდამშენის” სახელი, მის მიერ წარმოებული აგრესიული და ინოვაციური მენეჯმენტის წყალობით დაიმკვიდრა. აი, ახლაც - “სახალხო ბანკი” ბაზარზე კონკურენციას ამძაფრებს და 2010 წელს მომხმარებელს საქართველოში ანალოგის არმქონე პროდუქტს, ”მ7”, ანუ ”მშვიდ ანაბარს” სთავაზობს. ”მშვიდი ანაბრის” მფლობელებს, +0,1 პროცენტით მეტი დაერიცხება, ვიდრე სხვა 7 მსხვილ ბანკში 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქისრებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთია. ამასთან, ”მშვიდი ანაბარი” ერთადერთი პროდუქტია, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოში არსებულ 7 მსხვილ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე განახლებული საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა. თუმცა, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისას ”მშვიდ ანაბარზე” განაკვეთი უცვლელი იქნება. ანაბრის გახსნა მინიმუმ 100 ლარით, დოლარით ან ევროთია შესაძლებელი, ვადიანობა კი 12 თვეა.

ჩვენი კომენტარი:

სხვანაირად, რომ ვთქვათ, ეს ”მშვიდი ანაბარი” იმიტომაც არის ”მშვიდი”, რომ იგი თავისით ედრება სხვა შვიდი ბანკის მიერ წარმოდგენილ ანაბრებს და თუ ხედავს, რომ რომელიმემ მას უკეთესი პირობებით აჯობა, - იქვე თავადაც იმატებს 0,1% სარგებელს ვიდრე იმ სხვას აქვს. იმ შემთხვევაში კი, თუ სხვა ანაბრებმა უკან დაიხია, - იგი უკან არ დაიხევს. ანაბრების სეგმენტს მართლაც ჭირდებოდა მეტი წახალისება და მიმზიდველობის გაზრდა და აი, ”სახალხო ბანკის” ამ ახალმა ინოვაციამაც არ დააყოვნა.

სიზუსტე, რომ დავიცვათ, აქვე თავად ”სახალხო ბანკისაგან”, დღეს მოწოდებულ ინფორმაციას უცვლელლად გაგაცნობთ:

”ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს ,,საქართველოს სახალხო ბანკის” ინოვაციური პროდუქტით ,,მ7 ანაბარი”. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობას წარმოადგენს პირობა, რომლის მიხედვითაც მეანაბრეებს დაერიცხებათ საქართველოს ბაზარზე 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს +0.1%.

აღსანიშნავია, რომ ,,მ7 ანაბარი” არის ქართულ საბანკო ბაზარზე ერთადერთი პროდუქტი, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირდა ახალი, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ამგვარად მომხმარებელი ისარგებლებს მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და კომფორტით, რადგან არ დახარჯავს დროს საუკეთესო პირობების ძიებაში.

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
  • marusa
    gadasarevad mofiqrebulia:-) arc banki zaraldeba didad da rac mtavaria klientistvisaa mimzidveli tundac is erti procenti:-)
  • ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსების დარგის პროფესიონალ პიროვნებათა სტერეოტიპების დამკვიდრებას. ჩვენთან ხომ ამას დღეს ვერ იძლევა ვერც კინო, ვერც თეატრი, ვერც ლიტერატურა . . .; პირადად მე მივიჩნევ, რომ ლადო გურგენიძეს გააჩნია ყველა ის ნიშანი, რომელიც უნდა ახასიათებდეს ფინანსისტს. თანაც იგი ფლობს ხელმძღვანელობის დასავლურ სტილს.
  • vaaa...

    მოიცა და 500 კაცი რომ გაუშვეს სამსახურიდან ?
  • tamuna
    თუ შეიძლება დააკონკრეტეთ როდის გაუშვეს? ეს მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ თანამშრომლების გაშვება არ მომხდარა.
  • სახალხო ბანკმა? ლადო გურგენიძის მოსვლის შემდეგ? არ ვიცი. იქნებ ის ხალხი არ დათანხმდა რაღაც პირობებს და შეუძლებელი იყო მათთან მუშაობა? გიგა, მემგონი თქვენ ადრინდელ ამბავს გულისხმობთ, . . .
blog comments powered by Disqus