მსესხებელთა საზოგადოება ორ სატანდერო განაცხადს ამზადებს

ოთხშაბათი, იანვარი 27, 2010 13:16

წინასწარი განცხადებით, ”საქართველოს მსესხებელთა და კრედიტორთა უფლებების დაცვის საზოგადოება” მუშაობს იმ სატენდერო განაცხადის მომზადებაზე, რომლითაც გათვალისწინებულია იმ იურიდიული მომსახურების მწარმოებელი კომპანიების შერჩევა, რომლებიც ახლო მომავალში მოსახურებას გაუწევენ ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

მოსახურების მიწოდება უნდა ითვალისწინებდეს, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესებში მონაწილეობის, ასევე ხშირ შემთხვევებში განჩინების აღსრულების პროცესში დასწრების შესაძლებლობას. საზოგადოების თავმჯდომარის, დავით დობორჯგინიძის განცხადებით,

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამჯობინებდით ძლიერ და ავტორიტეტულ, - იურიდიული მომსახურების მომწოდებელ კომპანიასთან თანამშრომლობას, - ჩვენ მაინც არ გამოვრიცხავთ მცირე და თუნდაც დამწყებ ორგანიზაციებთან პარალელური ხელშეკრულებების გაფორმებას. განსაკუთრებით მწვავედ, ეს საკითხი დგება იმ რეგიონებში, რომლებიდანაც ჩვენ ამ დღეებში მნიშვნელოვანი და საყურადღებო მომართვები მივიღეთ.

საზოგადოების თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ

უახლოეს დღეებში ასევე გამოცხადდება სატენდერო წინადადება იმ ორგანიზაციების შესარჩევად, რომლებიც, მოთხოვნისამებრ გამართავენ ცალკეულ ვადაგადაცილებულ მსესხებელთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო-ფსიქოლოგიურ, უფასო შეხვედრებსა და საუბრებს.

მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია. დღეს ჩვენ, სს ”კრედიტინფო”-ს მონაცემებით 281 000-ზე მეტ ვადაგადაცილებულ კრედიტორს ვითვლით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ციფრი ამავე თანრიგის შესაბამისი ოჯახების რაოდენობასთან გვაკავშირებს. დღეს ვადაგადაცილებული კრედიტი და ხშირად არც თუ ისეთი არსებითი მოცულობით, - თვითმკვლელობის, ოჯახების დანგრევის, ბავშვების განათლების გარეშე დატოვებისა და ქუჩაში გაშვების, ადამიანთა ფსიქიკური და სხვა დაავადებების მიზეზად გვევლინება.

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus