მსესხებელთა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას
სამშაბათი, თებერვალი 9, 2010 10:22გაცნობებთ, რომ ამ დღეებში, 21 თებერვლამდე, Facebook
ქსელში მიმდინარეობს აქტიური განხილვა იმ მოთხოვნა - წინადადების, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას; რომლის შინაარსიც ასახავს, სააღსრულებლო სამსახურების მხრიდან განხორცილებადი მოქმედებების შესაბამის (ადექვატურ) მოქმედებას საქართველოს მსესხებელთა ჯგუფის მხრიდან . . .
პეტიციის შინაარსი და მუხლები დღეს დამუშავების პროცესშია. გთხოვთ, ვისაც ხელი მიგიწვდებათ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ საქმეში. ქვემოთ გთავაზობთ წინადადების ტექსტის პროექტს:
მთავრობას მივმართავთ წინადადებით, გასცეს რეკომენდაციები საკრედიტო დაწესებულებებზე და თავადაც გაითვალსიწინოს ბიუჯეტისადმი დავალიანებებში.
ა) დაუყოვნებლივ გაუქმდეს საურავების დარიცხვა, დაფიქსირდეს მიმდინარე პრობლემური ვალები, ვალუტის კურსის გათვალისწინებით მოხდეს მათი (ან ნაწილის) გადაყვანა გრძელვადიან თამასუქებში (1995 წ. კანონის მიხ.)
ბ) განხორციელდეს პრობლემური ვალების რესტრუქტურიზება; ვგულისხმობთ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ დავალიანება;
გ) დაიწყოს და დაჩქარდეს ნორმატიული და ქვე-ნორმატრიული აქტების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფენ ვალდებულებების ამსახველი ფასიანი ქაღალდების მიმოქცევას, შეიქმნას ვალდებულებების მეორადი ფინანსური ბაზრის ჩამოყალიებების წინაპირობები.
ჩვენი მხრიდან (ფინანსების სეპციალისტთა ჯგუფი) მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ყველა ზემოთმოყვანილი საკითხის შემუშავებაში.
გვაინტერესებს თქვენი აზრი და შენიშვნები მოგვაწოდოთ ამ მისამართზე: FaceBook მიტინგში)
( 1 ) FaceBook-ში გახსნილი ჯგუფი Borrowers of Georgia (საქართველოს მსესხებლები), რომელშიც წარმოდგენილია სადისკუსიო თემები. თქვენ, ასევე შეგიძლიათ იქ საკუთარი თემის გახსნა, დისკუსიებში მონაწილეობა და მიტინგში მონაწილეობა, რომელიც ტარდება 2010 წლის 8 თებერვლიდან - 21 თებერვლამდე და რომელიც ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის (წინადადების) ტექსტის და შინაარსის შემუშავებას (იხ. პ.2).
( 2 ) FaceBook-ში გახსნილია მიტინგი (8-21.02.2010); თქვენ შეგიძლიათ მიღოთ მონაწილეობა ამ საქმეში და დატოვოთ თქვენი აზრი ან შენიშვნა. იხილეთ ქვედა ბმული:
http://www.facebook.com/event.php?eid=337328738218&index=1
Share
-
cxvari
-
Financial Georgia




















![Validate my RSS feed [Valid RSS]](valid-rss.png)