კრედიტორთა საზოგადოებას თიბისი ბანკი მიიღებს . . .

ოთხშაბათი, იანვარი 27, 2010 8:57

იმდენად, რამდენადაც ”საქართველოს კრედიტროთა უფლებების დაცვის საზოგადოების” მისამართით შემოსული წერილების მიხედვით, ამ თემას ძალზე მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, - ჩვენ მას მეტ ყურადღებას ვუთმობთ. დღეს, 2010 წლის 27 იანვარს, საქართველოს კრედიტორთა უფლებების დაცვის წარმომადგენლები თიბისი ბანკის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.

გაცნობებთ, რომ 3 დღის განმავლობაში, ვადაგადაცილებული კრედიტორების მომართვების რიცხვი 500-ზე მეტია. წერილებით მოგვმართავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე ბიზნეს-ორგანიზაციები. წერილები კლასიფიცირდება სესხის საფუძველის, უზრუნველყოფის, რეგიონის, გამცემი საკრედიტო ორგანიზაციის, სესხის პრობლემურობის და სხვა ნიშნებით. აღსანიშნავია, რომ მომართვათა ასეთი აქტიურობა ფიქსირდება, მაშინ როდესაც ”საქართველოს კრედიტორთა უფლებების დაცვის საზოგადოების” მხრიდან, ვრცელი და საჯარო განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.

საინტერესოა, რომ თავად საბანკო-საკრედიტო დაწესებულებებიც შედიან ”კრედიტორთა უფლებების დაცვის საზოგადოების” ინტერესთა მიზნობვრივ ჯგუფში. იმდენად, რამდენადაც ეს ორგანიზაციები თავისთავად გვევლინებიან, როგორც ”მსესხებლები” სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების, ბანკების და ფონდების მიმართ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ”საქართველოს კრედიტორთა უფლებების დაცივს საზოგადოების” ხელმძღვანელი პირები, ამ ერთი კვირის განმავლობაში, ამავე თემით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის წამორმომადგენლებს.

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
  • ”საქართველოს კრედიტორთა უფლებების დაცვის საზოგადოების” მისმართით, კრედიტორთა მხრიდან შემოსული წერილების მიხედვით დგინდება ძირითადად გავრცელებული პრობლემური საკითხების ნუსხა. ერთერთ ასეთ საკითხად, საბანკო-საკრედიტო დაწესებულებებთან გაფორმებულ, საკრედიტო ხელშეკრულებებში, კრედიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ”მკაფიო და ნათელი განმარტების” აუცილებლობა იკვეთება . . .
blog comments powered by Disqus