ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება . . .

სამშაბათი, თებერვალი 2, 2010 21:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2009 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს. როგორც გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მეოთხე კვარტალი პოზიტიური იყო, როგორც დღგ-ს ბრუნვის ისე საგადასახადო შემოსავლებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით. პრემიერ მინისტრის განცხადებით, -

“2009 წლის დეკემბერში დღგ-ს ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2, 7 % გაიზარდა. იანვარში კი 12 % იანი ზრდა დაფიქსირდა. საერთო ჯამში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2009-ში ამ მიმართულებით პლიუს 1, 5 % ზრდა აღინიშნება. თუმცა, ეს არის პირველადი მონაცემები საბოლოო ციფრები კი მარტში გახდება ცნობილი”

რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, -

”2009 წელს საგადასახადო აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო, რის გამოც შესაბამისი მაჩვენებელი 2008 წელთან შედარებით 5 % არის გაზრდილი.”

გარდა ამისა საქართველოს მთავრობის ხალმძღვანელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული აქტივობისაც კმაყოფილია და აცხადებს, რომ გასული წლის იანვართან შედარებით წინა თქვეს უძრავი ქონების რეგისტრაცია 32 % ით გაიზარდა. მისივე განცხადებით, -

“ასევე სერიოზულადაა გაზრდილი და ფაქტობრივად გაორმაგებულია მშენებლობის ნებართვებიც. ერთი სიტყვით მაკროეკონომინიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღგს-ს მიმართულებით მეოთხე კვარტალში კრიზისი დასრულდა.”

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus