განათლება 2020 - 2030 წლებში, პროგნოზი . . .
პარასკევი, იანვარი 29, 2010 23:32
ევროკომისიის ეგიდით მიმდინარეობს კვლევა “The Future of Learning: New ways to learn new skills for future jobs” (”განათლების მომავალი: მომავალი სამუშაოებისათვის საჭირო ახალი უნარების სწავლის ახალი გზები”), რომლის მიზანია შეიმუშაოს ხედვა და სცენარები, თუ რა გზებით მოხდება ახალი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება ევროპის ქვეყნებში 2020-2030 წლებში . . .
კომისიაში მიწვეულ ექსპერტებს შესთავაზეს საკუთარი პროგნოზების წარმოდგენა. ინტერნეტში შემხვდა ერთ-ერთი ექსპერტის პროგნოზები, რომლებიც მან საკუთარ ბლოგში გამოაქვეყნა. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგნოზებია (ბევრ მათგანს მე სრულიად ვიზიარებ):
* ადამიანების აღიარება მოხდება იმის მიხედვით, თუ რის კეთება შეუძლიათ და არა დიპლომში მითითებული კვალიფიკაციით;
* საყოველთაოდ გავრცელდება ღია განათლება ინტერნეტის საშუალებით
* მოსწავლეები თვითონ გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას
* ფორმალური განათლება უფრო ეპიზოდური გახდება ადამიანების კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე;
* ციფრული იდენტურობა (ციფრული პორტფოლიო) შეცვლის ტრადიციულ CV-ს;
* ციფრული იდენტურობების მართვა გახდება მნიშვნელოვან კომპეტენციად;
* სამუშაო ადგილი გახდება სწავლის უმთავრეს კონტექსტად;
* მობილური ინტერნეტ-მოწყობილობები გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად
* სწავლის აქცენტი გამახვილდება პრაქტიკაზე, რაც მიიღწევა მობილური მოწყობილობებით და ინტეგრირებას მოახდენს ღრუბელზე დაფუძნებულ პორტფოლიოებთან (cloud based portfolios);
* გაფართოებული რეალობის პროგრამები (Augmented reality applications) გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად;
* სკოლა (უმაღლესი სასწავლებელი) გახდება სწავლისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილად, სწავლა გადაინაცვლებს სამუშაო ადგილებზე, თემებში და სახლებში;
* უმაღლესი განათლება დაუბრუნდება ტრადიციულ დანიშნულებას - კვლევებს;
* სისტემები და მომსახურებები შემუშავდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფური ურთიერთსწავლება;
* ქაღალდის წიგნები შეიცვლება ელექტრონული მულტიმედია კონტენტით;
* ინტერნეტში გამოქვეყნებული მულტიმედია მასალები და ბლოგები აღიარებულ იქნება ლეგიტიმურ პუბლიკაციებად მეცნიერებისათვის;
* მრავალმომხმარებლიანი ვირტუალური სამყაროები არააუცილებელს გახდიან სკოლაში ან უნივერსიტეტში გაკვეთილების ფიზიკურ დასწრებას;
* ფინანსური კრიზისი გამოიწვევს უნივერსიტეტების პრივატიზაციის ზრდას;
* სწავლის მაღალი ფასები სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ახალგაზრდებს ღარიბი ოჯახებიდან უმაღლესი განათლების მიღებაში;
* ვირტუალური მობილობა დაანგრევს ბარიერებს ეროვნული განათლების სისტემებს შორის;
* დაიწევს სკოლის დამთავრების ასაკი, ვინაიდან აღიარებულ იქნება, რომ სწავლის სხვა კონტექსტები უფრო ეფექტიანია სწავლისათვის და უფრო მოტივირებული მოსწავლეთათვის, ვიდრე სკოლა;
* ჩვენ ნაკლებად ვენდობით ექსპერტებს, როგორც ცოდნის და სასწავლო პროგრამების მომწოდებლებს და უფრო მეტად ვენდობით ინტერნეტის სისტემებით დადასტურებულ ხარისხიან ცოდნას;
* კონტექსტურად სპეციფიური სასწავლო მასალები და ამოცანები მიგვიყვანენ უფრო ლოკალურ სწავლამდე;
* სწავლის პერსონალური გარემოები (Personal Learning Environments) შეცვლიან ინსტიტუციონალურ სწავლის ვირტუალურ სისტემებს (LMS);
* პროფესიონალური პროფილები გაფართოვდება და მოიცავენ ელემენტებს, რომლებიც დღეს ცალკეულ პროფესიებად გვევლინება;
* უფრო გავრცელდება პროფესიების ხშირი შეცვლის პროცესი, შესაბამისი გადამზადებით;
* ტრადიციული საზღვრები დისციპლინებს შორის დაიმსხვრევა, მოსწავლეებს კი მიეცემათ საშუალება გაიარონ მულტი- და ინტერ- დისციპლინარულ სწავლაზე დაფუძნებული ინდივიდუალიზირებული კურსები;
* საგანმანათლებლო ინსტიტუციები გარდაიქმნება სათემო ცოდნის ცენტრებად, რომლებიც მოემსახურებიან როგორც გეოგრაფიულ თემებს, ასევე უფრო ფართოდ განაწილებულ თემებს;
* ინსტიტუციების ინტერსექტორული და ინტერდისციპლინარული ქსელები გაერთიანდებიან და შექმნიან ინტერესებზე დაფუძნებულ ქსელებს.
Share




















![Validate my RSS feed [Valid RSS]](valid-rss.png)