თანამედროვე წინასწარმეტყველი

ოთხშაბათი, მარტი 11, 2009 7:11

prechterრობი პრეჩტერი (Robert R. Prechter, Jr.) როგორც XXI საუკუნის წინასწარმეტყველი; ასევე მსოფლიოს ყველაზე იღბლიან ერთერთ უგანათლებულეს კაცად აღიარებული ადამიანი, რომლის რეკორდიც (1 წუთში გაკეთებული ფულის) დღემდე მოუხსნელია, და რომელიც დღეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩველთა საბჭოს წევრია, - ორი წლით ადრე (2007), აგვისტოს ომის შესახებ გვაუწყებდა . . .

მოხდება კონფლიქტის აფეთქება რუსეთსა და რესპუბლიკა საქართველოს შორის, სამხრეთ ოსეთში, დაზუსტებით შეიძლება ვივარაუდოთ რომ თავიდან იქნება დაუგეგმავი შეიარაღებული დაპირისპირებების შესახებ ინფორმაციები, შემდგომ კი სამხედრო შეღწევა და ომი.

ეს სავარაუდო კონფლიქტი წარმოადგენს მრავალი წლის დაძაბულობის კულმინაციას საქართველოსა და რუსეთს შორის, და უნდა განვიხილოთ ამ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა უკვე კარგა ხანია არსებობს, ბუნებრივია ისმის კითხვა: რატომ უნდა მოხდეს კულმინაცია მაინცდამაინც ახლა?
სხვანაირად რომ ვთქვათ, - სადაა კავშირი დროის კონტექსტთან?

greenspan

მე ვიტყოდი ასე: ვინც მიცნობს მე, - ალბათ ასევე იცნობს ალან გრინსპინს Alan Greenspan, ელიოტის ტალღური თეორიის, ბაზრების ანალიზისა და სოციონომიკის ცნობილი სპეციალისტი და ანალიტიკოსი, ბაზრების გურუდ შერაცხული, მას აშშ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში განიხილავდნენ, როგორც ერთერთ (საიმიჯო, ავტორიტეტულ) კანდიდატს ფინანსთა მინისტრის პოსტზე, რომელიც ამბობს, რომ ეს შეიძლება არ არის დაგეგმილი და არის გაუთვლელი მოვლენა. ალანი არის ჩემი კოლეგა, ის არის გლობალური ბაზრების ანალიტიკოსი. 2007 წლის ნოემბერში მას, ორ ნაწილად, (სულ 20 გვერდი) გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-კვლევითი შრომა ზესახელმწიფოს კალიბრება, რომელშიც შეფასებულია რუსეთის ისტორია, მისი ანალიზი და მისი დღევანდელი სოციალური განწყობა.

ცოტა ხნით ადრე რუსეთმა გაიარა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი, ნავთობიდან უზარმაზარი შემოსავლების ფონზე, რომლის ბოლო ეტაპზე, ვლადიმირ პუტინის ჰეროიკული ხელმძღვანელობის ქვეშ, ნამდვილად ვერ ვაკვირდებოდით ომის საშიშროებას და მოლოდინს, არამედ იყო კეთილდღეობისა და კომუნისტურად ნათელი მომავლის ილუზორული პერსპექტივა. ეკონომიკის ასეთ ნაუცბათევ (თუნდაც არა იმ დონეზე) აღმაფრენას უეჭველად მოსდევს დაღმავალი პროცესი, დეპრესია და სოციალურის კრიზისი.

Alan Greenspan -ი აკეთებს პროგნოზს, რომ რუსეთმა მიაღწია იმდენად დიდ, მკვეთრ და უპრეცედენტო წარმატებას, რომ გაჩნდა აშკარა მოლოდინი, გარდაუვალი მომდევნო ტალღის ციკლის ფორმით უარყოფითი ტენდენციის გაჩენისა. იგი ასევე წერს, რომ სიტუაცია იმდენად რთულია, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სავალალო მნიშვნელობა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ მთელი, სხვა დანარჩენი სამყაროსთვის.

alan_greenspan

კონფლიქტის რამოდენიმე საგულისხმო მიზეზების შესახებ Alan Greenspan -ი, ჯერ კიდევ 2007 წელს, მოგვითხრობს შემდეგს:

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს და მისი კონტროლის ქვეშ შემოჰყავს სეპარატისტული რეგიონები, მაგრამ რუსეთს გააჩნია თავისი ძლიერი სამხედრო გეგმა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ამ რეგიონებში, საქართველოს აქტივობა ბოლომდე შეჩერდეს . . .

რუსეთი ჩაძირულია სასაზღვრო ომებში, და მისმა ილუზორულმა პერსპექტივებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულიად დაკარგეს აზრი. სამწუხაროდ ამ ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, მას შემოუტრიალდება შიდა ომებად და კონფლიქტებად; ამ ბაზრებზე ითარეშებს ქსენოფობია, დათვი (ბაზრის გაგებით, ბაზრების დაცემა) და მისი დათვური განწყობა.

bric

რობი პრეჩტერის ნაშრომებში მოცემულია მრავალი ნიუანსი, რომელიც ეხება რუსეთისა და კონტინენტის ამ რეგიონის, ასევე ჩინეთის, ინდოეთის განვითარებას; B-R-I-C (Brazil, Russia, India, and China) ეკონომიკათა ერთობის მოდელს და სხვა, ბუნებრივია ყველაფრის აქ ახსნა და მტკიცება შეუძლებელია.

rtsi_elliott
რობი პრეჩტერი აკეთებს რუსეთის ბაზრის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც რუსეთს წინ ელის დაღმავალი ტალღები - მე-(5)-ე პიკური ტალღის მიღწევის შემდეგ (ელიოტის ტალღური თეორიის მიხედვით, ესკიზის ტექსტში ყურადღება მიაქციეთ ასევე რუსეთის მეზობლების).

ფინანსური საქართველო P.S.

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ იცით ელიოტის ტალღური თეორია, რომელიც ფაქტიურად უშეცდომოდ მუშაობს დღემდე (ბიზნესი, ბაზრები, პოლიტიკა, სოციოლოგია, სტატისტიკა . . .). ეს თეორია თქვენც მოგისმენიათ პლაჟზე, - ზღვის პირას, უბრალოდ შეიძლება ყურადღება არ მიაქციეთ, რომ ტალღების ციკლები მეორდება და შეიძლება ძლიერი ტალღების გამორჩევა, გარკვეული პერიოდებით. ეს თეორია ითვალისწინებს რომ პროცესის ერთი ტალღა შედგება 3 აღმავალი ქვე-ტალღისაგან და მომდევნო ორი დაღმავალი ქვე-ტალღისაგან (ან, თუ ტალღა დაღმავალია, მშინ პირიქით). ამას გარდა ყველა ასეთი ტალღის ქვეტალღა, ისევ იშლება ქვე-ქვე-ტალღებად (ისევ 3 + 2 პრინციპით)

ew

ტალღის 2 - 3 მონაკვეთი ყველაზე გრძელია ხოლმე, ხშირად სწორედ მისი ამოცნობით, ფინანსური და სხვა ბაზრების ექსპერტები ახერხებენ ტალღების ნუმერაციას (გადანომვრას, გადათვლას) და შედეგად მომავალი ტენდენციის ამოცნობას (მაგ, ვალუტის კურსების ან ფასიანი ქაღალდების). თუ ეს მონაკვეთი არასწორად იყო ამოცნობილი, მაშინ კეთდება პროგნოზის გადაანგარიშება სხვა, ახალი სქემით.

mailsubscriberგამოიწერეთ FinGeorgia News ელ-ფოსტით.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus