გაატარეთ ზაფხული ლონდონში

ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2009 0:49

williamsერთერთი სახელოვანი ბრიტანული უნივერსიტეტის University of Wales Lampeter წინადადებებს, საქართველოში, დღეიდან ჩვენი სააგენტო წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ ეს წინადადებები ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალსიწიენბს. უნივერსიტეტთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის შერჩევა ადგილზე ტესტირების წესით განახორციელდეს. ინგლისური ენის შესამოწმებელ, მარტივ ტესტებს ლონდონიდან გვიგზავნიან და შედეგებსაც იქ გვიმოწმებენ. ხელშეკრულების მიხედვით, კავშირი - ახალი თაობის ინიციატივა, საქართველოში ლამპეტერის University of Wales Lampeter, 1822 უნივერსიტეტის წინადადებებს წარმოადგენს. ახალი თაობის ინიციატივა დღეიდან ქართველ ახალგაზრდებს თავაზობს ამ ბრიტანული უნივერსიტეტის ენის შემსწავლელ ცენტრში, ან ინფორმატიკის კოლეჯში, ან ბაკალავრიატში, ან მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას.

lampeter

დღეს მოქმედი სასწავლო პროგრამებიდან, ქართველი მოზარდების, სტუდენტების და მათი მშობლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლონდონში განლაგებული კოლეჯის ენის ცენტრის და უნივერსიტეტის ბაკალავრიატის BA პროგრამები. თუ თქვენ ბაკალავრიატის ან MBA, ან სხვა მაგისტრატურის პროგრამა დაგაინტერესებთ, - მოგვწერეთ fingeorgia@gmail.com და გიპასუხებთ. აქ კი, სკოლის მაღალკლასელ მოზარდებზე და უნივერსიტეტის სტუდენტებზე გათვალისწინებულ, ერთერთ ყველაზე საინტერესო პროგრამას წარმოგიდგენთ.

ეს კონკრეტული პროგრამა ახალგაზრდებს, ინგლისური ენის სასწავლად და უნარების გასაუმჯობესებლად იწვევს ლონდონის ცენტრში განლაგებულ კოლეჯში. სასწავლო პროგრამით გათვალსიწინებულია კვირაში 15 სთ. მეცადინეობა, ცხოვრება ოჯახში ან სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, ასევე სურვილისამებრ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. და ეს ყველაფერი გრძელდება 2009 წლის 11 ოქტომბრიდან 11 თებერვლამდე, ანუ მთელი 4 თვე ( ! ). როგორც პრაქტიკა აჩვენებს, აქტიური მეცადინეობის ფონზე, ლონდონში გატარებული 4 თვის შემდეგ ახალგაზრდა უკან ინგლისური ენით ბრუნდება. გაცნობებთ, რომ მხოლოდ ერთ თვეში ( ! ), ბევრი სხვა, კონკურენტული პროგრამა $ 2′500 აშშ დოლარის გადახდას სთავზობს. ჩვენს ფასში შედის აბსოლიტურად ყველა ხარჯი (სწავლის გადასახადი, სახლი, კვება, ავია (თბილისი - ლონდონი-თბილისი), ტრანსპორტის ხარჯები ლონდონში და ჯიბის ხარჯები (ქუჩაში კვება, კინოთეატრი, სხვა)); ანუ სხვანაირად რომ გითხრათ, თუ თქვენ გაქვთ ეს თანხა ($ 5′000) და არ გაქვთ სხვა დამატებითი თანხის შესაძლებლობა, - თქვენ ახერხებთ ამ პროგრამით ლონდონში 4 თვით ცხოვრებას და სწავლას.

london1

ყველაფერს გარდა, ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ მეგობრები; რომლებთან ურთიერთობასაც ისინი ალბათ არასდროს შეწყვეტენ, - გააგრძელებენ მათთან მიწერ-მოწერას, მოიწვევენ მათ საქართველოში, და სხვა. მოსწვალები პირისპირ ხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორებს, ლექტორებს და ადმინისტრაციას; ეძლევათ საშუალება დასახონ სწავლის სამომავლო გეგმები.

მოსწავლეები და სტუდენტები ასევე დაესწრებიან ლექციას ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (უნივერსიტეტში) London School of Economics and Political Science, იქ სადაც ცნობილი ფილოსოფოსი, კარლ პოპერი კითხულობდა ლექციებს და რომელშიც სწავლობდა მისი მოსწავლე, ცნობილი ინვესტორი ჯორჯ სოროსი.

london-lse

მსგავსი აკადემიური პროგრამა დღეს საქართველოში და არც ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, წარმოდგენილი არ არის; და იმ მშობლებისთვის, რომლებსაც დღეს შესაბამისი დანაზოგი გადადებული აქვს შვილის განათლებაზე, ან აქვთ რესურსი რომ ისესხონ და სემდეგ განვადებით დაფარონ ხარჯები, - ეს ალბათ ერთერთი საუკეთესო არჩევანია.

სამმაგი მზრუნველობა

გასათვალისიწნებელია ისიც, რომ მოსწავლეთა და სტუდენტთა ეს ჯგუფი, ლოდონში, მშობელზე არანაკლებ მზრუნველი ხელმძღვანელის (კოორდინატორის) მეთვალყურეობის ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან. საქართველოდან წასული სტუდენტები ასევე ისარგებლებენ მასპინძელი ოჯახების, ან სტუდენტური საცხოვრებელის (კამპუსის, სურვილისამებრ), ისევე როგორც კოლეჯის ადმინისტრაციის ყურადღებითა და მზრუნველობით.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული აკადემიური, სერთიფიცირებული პროგრამა, სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით არ ითხოვს წინასწარი სადეპოზიტო გარანტიის ჩვენებას, რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელია, როდესაც თქვენ ბრიტანეთში სასწავლად მიემგზავრებით.

დასასრულს გვინდა გაგიმხილოთ წარმოდგენილი აკადემიური პროგრამის კიდევ ერთი უპირატესობა:

პროგრამას პარტნიორობას უწევს ბანკი. რომელმაც შესაძლოა, მშობელთა მხრიდან წარდგენილი საგარანტიო პირობების მიხედვით, £ 300 - 500 ფუნტის კრედიტით მაინც წაეხმაროს ახალგაზრდებს; სამაგიეროდ ქართულენოვანი პლაკატების გამოცემას ბანკი-პარტნიორის ლოგოც დაემატება და ბანკის ეს ზრუნვა საზოგადოების მხრიდანაც დაფასდება; ბანკი ასევე გვეხმარება შესარჩევი ტესტირებების ჩატარების სამურნეო-საორგანიზაციო საკითხებში;გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავიაბილეთების დროულად (რამდენიმე თვით ადრე) დარეზერვირების შემთხვევაში, თბილისი - ლონდონის რეისზე მომუშავე ავიაკომპანია, მნიშვნელოვან ჯგუფურ ფასდაკლებას გვთავაზობს.ვმუშაობთ ლონდონში მიწვეულ ქართველ სტუდენტთა  და მოსწავლეთა, ლონდონშივე, მსუბუქი დასაქმების საკითხზეც. იგი ითვალისწინებს სტუდენტური დასაქმების მიღებულ სტანდარტებს (მსუბუქი სამუშაო: მორიგეობა, ბიბლიოთეკაში, სურვილისამებრ და სწავლის დროის შეუზღუდავად).

თუ თქვენ ამ კონკრეტულმა პროგრამამ (ზაფხული 2009 ლონდონში), ასევე როგორც სხვა, ზემოთ მოყვანილმა, ნებისმიერმა სხვა პროგრამამ დაგაინტერესათ, - აუცილებლად მოგვწერეთ fingeorgia@gmail.com და აუცილებლად გიპასუხებთ ერთი კალენდარული დღის განმავლობაში.

აქ, ამ ბმულზე გადასვლით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ლონდონის რუქა და სასწავლებლის განლაგება ლონდონის ცენტრში (დააწექით რუქის ბმულს)

london 1

CTL London,
153-159 Bow Road, London, E3,
United Kingdom‎ - 020 8980 7888‎.

რუქის გვერდზე გადასვლა (გაიხსნება ცალკე ფანჯარაში)

.

.

.

ასევე, წინასწარ გვინდა გაცნობოთ, რომ ლონდონის, ინგლისური ენის, ეს 4 თვიანი კურსები, ყოველი წლის განმავლობაში, პერიოდულად სამ ჯგუფს (ნაკადს) წარგზავნის სასწავლებლად

wales_lampeter

2009 - 2010 წლის განმავლობაში:

  1. შემოდგომა 2009: 7 ოქტომბრიდან - 11 თებერვლამდე
  2. გაზაფხული 2010:  11 თებერვლიდან - 10 ივნისამდე
  3. ზაფხული 2010: 10 ივნისიდან - 7 ოქტომბრამდე
  4. შემოდგომა 2010: 7 ოქტომბრიდან - 11 თებერვლამდე
  5. ზაფხული 2009: 10 ივნისიდან - 7 ოქტომბრამდე

ამ ბმულებზე თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა:
CTL Brochure-prospectus 2009 (On-Line)
College of Technology London

mailsubscriberგამოიწერეთ FinGeorgia News ელ-ფოსტით.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus